თემქაზე გამათბობლის მიერ CO-თი მოწამლულმა ექვსივე პაციენტმა, რომელთაგან ორი მოზარდი იყო, კლინიკები უკვე დატოვა

თემქაზე, გამათბობლის მიერ CO-თი მოწამლულმა ექვსივე პაციენტმა, რომელთაგან ორი მოზარდი იყო, კლინიკები უკვე დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, 10 და 17 წლის მოზარდები საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს. მათ გულის რევა, პირღებინება და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდათ. რამდენიმე საათიანი სამედიცინო პროცედურების შემდეგ მოზარდები კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერეს.

ასევე, მე–5 საავადმყოფო უკვე დატოვა CO-თი მოწამლულმა ოთხმა პირმაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა დავით ხაზარაძემ განუცხადა, პაციენტები საავადმყოფოში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კლინიკიდან გაეწერნენ.

თემქაზე, „კარმას” ტიპის გამათბობლიდან ნამწვის დაგროვების შედეგად ერთი ოჯახის ექვსი წევრი გვიან ღამით მოიწამლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა