საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სენატორ მაიკ ბრაუნთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართულმა მხარემ სენატორს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების საქმეში, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს.

ინსტიტუციური და დემოკრატიული გაძლიერების საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას. არსებობს მყარი გარანტიები იმისა, რომ კონგრესი ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გამყარებაში დაეხმარება საქართველოს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა