მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა სხდომის დაწყებამდე ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მხუთავმა აირმა ჩვენი 7 ახალგაზრდის, თანამოქალაქის სოცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე გაზის მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. აუცილებელია ასევე მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს დაუდევრობით გამო სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე