არჩილ თალაკვაძე - ჩვენმა ხელისუფლებამ იმით დაიწყო, რომ საჯაროდ გამოხატა ნება და წინა ხელისუფლების მიერ სერიებად შექმნილი და შენახული ფარული ჩანაწერები, გაანადგურა

სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმე იმით დაიწყო, რომ დემონსტრაციულად და საჯაროდ გამოხატა ნება და წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ, სერიებად შექმნილი და შენახული ფარული ჩანაწერები გაანადგურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თავიდანვე ითქვა, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არალეგალური გზებით გავრცელებული იყო და სხვადასხვა პირებს არალეგალურად ჰქონდა შენახული. თალაკვაძის განცხადებით, ამგვარი ტიპის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო და დასაშვებია, რომ დღესაც არიან ადამიანები, ვინც უკანონო ჩანაწერებს ინახავს.

„პირველ რიგში, უნდა სოლიდარობა გამოვხატო ჩემი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიმართ და ვთქვა, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა და პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება არის მიუღებელი. პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ ფაქტზე მომხდარიყო დროული რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს და ვინც დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა