სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

„საგანგაშო და შემაშფოთებელია საქართველოში ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვარში, მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნამწვის დაგროვების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ბუნებრივი აირის ექსპლუატაციის სფეროში ეფექტიანი რეგულაციების, ასევე მოქმედი სტანდარტების დარღვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტებს ხშირად დანადგარების არასწორ მონტაჟს თუ ექსპლუატაციას უკავშირებენ, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საცხოვრებელ შენობებში გაზის მოწყობილობების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. არ ხდება დარღვევების დროული გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება.

სახალხო დამცველი, მომავალში მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, მოუწოდებს ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს, ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი, შენობებში ბუნებრივი აირის ქსელებისა და დანადგარების შემოწმების და არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს