ლევან გოგიჩაიშვილი - მთავარია, დადგინდეს ვინ არის პირადი ცხოვრების კადრების მთავარი დისტრიბუტორი

მთავარია, დადგინდეს ვინ არის პირადი ცხოვრების კადრების მთავარი დისტრიბუტორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე განაცხადა.

"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ეს ის ხალხია, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვერ გაუძლეს ცდუნებას და მოახდინეს საჯარო სივრცეში ამ ინფორმაციის გავრცელება. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება არის დასჯადი, როდესაც შენ საჯაროდ გაავრცელებ იმ ინფორმაციას, რომლის გავრცელებისთვისაც სისხლის სამართლოს კოდექსი ადამიანებს სჯის.

ყველაზე მთავარია დადგინდეს ვინ არის ამ კადრების მთავარი დისტრიბუტორი, ვინ დაგეგმა ეს კამპანია. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ჯერჯერობით ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. ძალიან დასაფასებელია, როდესაც ასეთ რეაქციებსაც აკეთებენ და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა და არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე ჯერ პასუხი გაცემული არ არის -ვინ იყო ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა