გაეროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის სესიაზე ნინო თანდილაშვილმა ჰაერის დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა

ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეული პროგრესის ანგარიში წარადგინა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებები - „ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის (BACA)“ - 2016 წელს ბათუმში გამართულ „გარემო ევროპისთვის“ მე-8 მინისტერიალზე მინისტრებმა დაამტკიცეს და ის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნებაყოფლობითი ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს.

„ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი, დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ჰაერის დაბინძურებისგან.

საქართველომ ინიციატივის ფარგლებში 7 ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო შემდეგი მიმართულებით: ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება; საწვავის ხარისხის გაუმჯობესება; ქ. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; ელექტროტრანსპორტისა და ავტომობილების მწვანე მართვის ხელშეწყობა; გაფრქვევების აღრიცხვის გაუმჯობესება; ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ნინო თანდილაშვილმა ამ მიმართულებებით ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ახალი პორტალის მნიშვნელობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა