საქართველოსა და გერმანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. უწყების ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ქალაქ ბონში გაიმართა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე ესწრებოდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური (THW) საქართველოს საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების დროს დაეხმარება. ქართულმა მხარემ შეხვედრისას THW-ს სთხოვა მენტორობა გაუწიოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში, რაც სამსახურს საშუალებას მისცემს ჩაერთოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში.

THW-ს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტსაც განიხილავენ, რათა ადგილზე მოხდეს სამაშველო სამსახურების შესაძლებლობების შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა