ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა დავით ჯანდიერმა განუცხადა. ის საჩივრის შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ხედვას გაითვალისწინებს.

„კონვენციით დადგენილ 6-თვიან ვადაში, 31 იანვარს, დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩემს მიერ გაიგზავნა. მესმის, ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას, თუმცა, დეკანოზთან, პირველივე შეხვედრაზე ჩემივე თხოვნით შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე, სანამ სასამართლო შემდგომ პროცედურას არ დაიწყებს, საუბარი არ გვექნება. ერთადერთი, ამ ეტაპზე შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“, - აცხადებს ჯანდიერი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა