საგარეო უწყება - ირლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას მიესალმება

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საკანონმდებლო, სექტორალურ დაახლოებას და მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

„ირლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას, კერძოდ, ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებს. დადებითად შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და ხაზი გაესვა, რომ ინიციატივის 10 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება და შესაბამისი გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი იქნება სტიმული, რომ მათ გააგრძელონ დასახული მიზნისკენ განუხრელად სვლა“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და ირლანდიას შორის ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების, ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების და ასევე, მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა