არჩილ თალაკვაძე - მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო ქმედება და ამ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ იქნება, მაგრამ განცხადებები გაკეთდება.

„როგორც იცით, უმრავლესობის წინა შეხვედრაზე ჩვენ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით, რომელიც უზენაეს სასამართლოს ეხება. გუშინ გითხარით, რომ სავარაუდოდ, კიდევ ერთი შეხვედრა იქნება საჭირო. დღეს გვაქვს უმრავლესობის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც დაესწრება. ვიმსჯელებთ სასამართლოსთან დაკავშირებით, მთლიანობაში იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლითაც მოსამართლეებიც შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტში. ვფიქრობ, უმრავლესობის საერთო მხარდაჭერა ექნება იმას, რომ მოსამართლეობის თითოეული კანდიდატურის კენჭისყრა მოხდეს ინდივიდუალურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ყველა კანდიდატი განიხილოს სათითაოდ და ამ განხილვას დაეთმოს საკმაო დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში, რათა თითოეულ დეპუტატს საკუთარი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართება ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საკითხზეც ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს და სამართალდამცავებს. ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ასეთი საკითხებით არ მოხდეს ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება. მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ საკითხზე მსჯელობას დღეს არ ველოდები, მაგრამ, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა