გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

"კვირას კიევში გაიმართება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და "ევროპული საქართველო" მიწვეულია ამ დღესასწაულებზე. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მისალოც სიტყვასაც არ იმეტებს. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა უკრაინისთვის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი ტიპის ღონისძიებებზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და "ევროპული საქართველოს" ექნება პატივი და შესაძლებლობა საქართველოს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ამ დღესასწაულებზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა