ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდება

- ადამიანები, რომლებიც არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სამწუხაროდ, დღეს შექმნილ ვითარებას ძალიან ცუდად იყენებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირას პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც დაიწყება საქართველოს პარლამენტში. პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, მომავალ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც შეჩერდება უვადო დანიშვნები. რატომ ვაკეთებთ ამას, მინდა ყველამ კარგად გაიგოს და დასამალი არ არის, რომ ეს ადამიანები, ვინც არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სამწუხაროდ, დღეს შექმნილ ვითარებას ძალიან ცუდად იყენებენ. ვნახეთ ამის შედეგი: მოსამართლეთა კონფერენცია,რომელმაც ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საზოგადოებაზე. ჩვენ ვნახეთ კონტროლს მიღმა მოსამართლეები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ დებატებში და ყველაფერს კადრულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი წარმოდგენა მათზე არც არასდროს გვქონია. რომ გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით დავინახე, რომ პროცესი შეიძლება გარანტირებულად ისე დამთავრდეს, როგორიც საზოგადოების დაკვეთაა, ამას ვერ გეტყვით. კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მცდელობა, რომ ამ ქვეყანას ავარიდოთ იმ ხალხის გემოვნებით შერჩეული მოსამართლეები", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა