კახა კალაძე - კომპანიას, რომელიც ფლობდა მიწის ნაკვეთს ნუცუბიძეზე, ფარცხალაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

კომპანიას, რომელიც ფლობდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, ფარცხალაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს!, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია, რომ მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას, ნუცუბიძის ქუჩაზე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთში გადაუცვალა. თბილისის მერის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც მაუწყებელმა გაავრცელა, არასწორია.

„არასწორი ინფორმაცია მიეწოდა მოსახლეობას, თითქოს ის კონკრეტული ფართი, რომლის მონაცვლეობაც მოხდა, იყო რეკრეაციული ზონა. კომპანიას, რომელიც ფლობდა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, ფარცხალაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩვენი მიდგომა მარტივია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მფლობელი, პეტრე თუ პავლე, მთავარია ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება. არც კერვალიშვილი ვიცი და არც სხვა ადამიანები, ვინც არის ამ კომპანიაში. როდესაც მოვთხოვე ამონაწერები, ფარცხალაძეს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ კომპანიასთან და თუ ადრე იყო მის საკუთრებაში, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა