პოლიციამ ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჩ. ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი ავტომობილის და აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, გ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ავტომანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ახალდაბაში ჩადენილ ქურდობამდე, ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ერთ-ერთი მოქალაქის სააგარაკე სახლში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალ ნივთებს ხაშურში მიაკვლია და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა