სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 თებერვლის 23:00 საათიდან თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შემდეგ მისამართებზე შეიზღუდება: აეროპორტის, ორხევის, ლოჭინის, თეთრიხევის დასახლებები, ლილოში საქნავთის, ფრანგულიანის, სტურუას ქუჩები, ლილოს დასახლებაში მდებარე კორპუსები, სოფლები ნასაგური, წინუბანი, ალექსეევკა, სოფელი დიდი ლილოს კერძო სექტორი, აეროპორტის ჩიხები. გაზმომარაგების შეზღუდვა შეეხება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებად კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 5 თებერვლის დღის 13:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

„ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.

დამატებითი შეკითხვებისთვის „ყაზტრანსგაზ თბილისს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 24 საათის განმავლობაში ნომერზე - 2404004.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა