ნუკრი ქანთარია - მოსამართლეების უვადოდ განმწესებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე გუნდში მკვეთრი და საწინააღმდეგო პოზიცია არავის აქვს

გუნდში მკვეთრი და საწინააღმდეგო პოზიცია არავის აქვს, რათა მოსამართლეების უვადოდ განმწესებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ეკა ბესელიას კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხს შეეხება.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ამჟამად მიდის დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონში, რათა არ მოხდეს კონსტიტუციის დარღვევა.

„მოსამართლეების უვადო განმწესებასთან დაკავშირებით გარკვეული მორატორიუმის საშუალება არსებობს. კონსტიტუციაშიც არის ეს ჩაწერილი, რომ 2024 წლამდე შეიძლება და ალბათ ამას სჭირდება აწონ-დაწონვა, რათა ჩვენ არ მოვახდინოთ კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება. ამის შემდეგ შესაძლებელია ეს თემა დაიძრას.

ერთის მხრივ ნახევარი მოსამართლეები უკვე არჩეულები არიან და ახლა კარი ჩაკეტო და დანარჩენმა ვერ მოასწროს შესვლა, ეს რამდენად სწორია, გასარკვევია. მეორეს მხრივ თუ ყველა დაინიშნა, ჩვენ მხოლოდ ლაპარაკი დაგვრჩება.

ამ დილემის წინაშე ვდგავართ. მე ვიხრები იქითკენ, რომ თუ არ იქნება კანონთან შეუსაბამობა, შესაძლებელია, რომ ეს მორატორიუმი გარკვეული ხნით დაწესდეს.

გუნდში იყო ამაზე საუბარი და მკვეთრი და საწინააღმდეგო აზრი არავის არ უთქვამს, მათ შორის არც პარტიის თავმჯდომარეს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი