61-ე სკოლის დირექტორის მოადგილე - მე-11 კლასელებს შორის მხოლოდ პატარა წაკინკლავება მოხდა და ისინი უკვე შერიგდნენ

ჩვენი მოსწავლეები უკვე შერიგდნენ, ისინი მიხვდნენ, რომ არაფერი იყო საკინკლაო, - ამის შესახებ N61 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მადინა ბაღდავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაღდავაძის თქმით, რეალურად, კონფლიქტს ადგილი არც ჰქონია, ბავშვებმა კი ახსნა-განმარტება დაწერეს და ყველაფერი ამით ამოიწურა.

„მოსწავლეები გამოკითხეს, პოლიცია და გამომძიებელი აქ იყვნენ, მაგრამ ისინი უკვე წავიდნენ. ბავშვებიც მშობლებმა წაიყვანეს სახლებში. არანაირი კონფლიქტი აღარ არის და არც იყო, მხოლოდ პატარა წაკინკლავებას ჰქონდა ადგილი. შემთხვევა მომენტალურად მოხდა დასვენებაზე, როგორც კი ზარი დაირეკა, მორჩა. მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციაც ესაუბრა, ისინი უკვე შერიგდნენ, ახსნა-განმარტება დაწერეს და ამით დასრულდა ყველაფერი. ამ ბავშვებს შორის არც მანამდე ყოფილა დაპირისპირება, არც ერთი არ არის კონფლიქტური. იმ წუთას შერიგდნენ, ორივე მაშინვე მიხვდა, რომ არაფერი იყო საკინკლაო“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს. სკოლასთან იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა