„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, მოსამართლეთა ნომინირების საკითხზე დეპუტატთა ჯგუფმა ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშაოს

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხზე დეპუტატთა ჯგუფმა ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშაოს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის, ამ საკითხზე პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა დეპუტატთან ითანამშრომლოს.

„საკითხი, რომელიც დავსვით სასამართლოს რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ეხებოდა ფორმატის ცვლილებას და მაინტერესებს რა განვითარება აქვს ამ კუთხით ჩვენს ინიციატივას. აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ „ევროპული საქართველო“ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს უზენაესი სასამართლოს წევრთა ნომინირების კუთხით. ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლოს მმართველ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია კანდიდატების ნომინირებაზე და პარლამენტს უნდა ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი. ჩვენ გთავაზობთ, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი კანონპროექტი, რომელსაც არ ექნება პარტიული სახე და იქნება დეპუტატების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივა, რომელიც პარლამენტის როლს გააძლიერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ამავე დროს ჩვენი ინიციატივები ეხება იურიდიულ კომიტეტში სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზე პროცედურების დეტალურ გაწერას, ეხება ასევე რეფორმის შემდგომ მიმდინარეობას, რომელზეც გვაქვს ჩვენი აზრი და ა.შ.. ჩვენ მზად ვართ, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენი ინიციატივა და მოსაზრებები გაგიზიაროთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატსა და შემადგენლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„როგორც შევთანხმდით, ფორმატის ცვლილებასთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნებოდა, ეს კონსულტაციები გრძელდება, ამ კვირაში კიდევ გვექნება შეხვედრები და კვირის ბოლომდე დავაზუსტებთ თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა