„ევროპული საქართველო“ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე კომიტეტში მთავარი პროკურორის და სუს-ის ხელმძღვანელის მისვლას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე რომელიმე კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი მოიწვიონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველი იქნება, თუკი აღნიშნულ პირებს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

„კადრების გავრცელებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებლად საგანგაშო ხასიათი მიიღო. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ უახლოეს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკოსები გახდნენ პირდაპირ ამ კადრების გავრცელების მსხვერპლი, რაც იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეგლამენტი მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას უმცირესობის ფორმატში არ ითვალისწინებს, ამიტომ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნა არის გზა მთავარი პროკურორის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების. უნდა დავიბაროთ ისინი და დავსვათ კითხვები, თუ რატომ არ არიან დასჯილი აღნიშნული დანაშაულის დამკვეთები, რა ნიშნით შეირჩა მესამე, მეოთხე რიგის გამავრცელებლები, ზოგადად, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დანაშაულის პრევენციისთვის და ასევე, რა ხდება ამ მიმართულებით, მოგიწოდებთ ჩემს კოლეგებს, რომ დასვათ უმრავლესობაში ეს საკითხი, რომ რომელიმე კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ ისინი. ალბათ სასურველი იქნება, თუ ეს მოხდება იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი