61-ე სკოლაში მომხდარი ჩხუბის მონაწილე მოსწავლეები გამოკითხვაზე იმყოფებიან

თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

მე-11 კლასელი მოსწავლეები, რომელთაც დღეს, საკლასო ოთახში დასვენების დროს იჩხუბეს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მოსწავლეებს მხოლოდ მცირე ნაკაწრები აღენიშნებოდათ, ხოლო კონფლიქტი მომენტალურად ამოიწურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა