„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში მოხსენებით პირველი მაია ცქიტიშვილი გამოვა

8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ანგარიშს მოისმენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრი იქნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარუდგენს ანგარიშს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „მინისტრის საათი“ გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით და გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც 45 წუთია გამოყოფილი. მოხსენების შემდეგ, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

2019 წლის საგაზაფხულო სესია ხვალ, 5 თებერვალს გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა