შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თსუ-ს პროფესურასთან შეხვედრა გამართა

განათლების რეფორმის ფარგლებში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას განათლების რეფორმის ფარგლებში „მეცნიერებას“ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

„ასევე წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო თავისი შეხვედრები სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა