„ფრიდომ ჰაუსის" პროგრამების დირექტორი -  წლევანდელი ანგარიშით,  საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით გაუარესდა

„ფრიდომ ჰაუსის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მარკ ბერენტის განცხადებით, ორგანიზაციის წლევანდელ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით შემცირდა, გაუარესდა, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და არ უნდა იყოს მასშტაბური შეშფოთების, წუხილის ან ტკბობის საგანი.

როგორც მან „ამერიკის ხმის" ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რეიტინგის შემცირება პირველ ყოვლისა, უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ბოლო წლების განმავლობაში არჩევნები საქართველოში მართლაც, რომ ძალიან კარგი იყო, კარგი შეფასებები კეთდებოდა ეუთო-ს დამკვირვებლების მიერ, მით უფრო, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ასე იყო არჩევნების პირველ რაუნდამდეც კი, მაგრამ მეორე რაუნდში ზოგი რამ გაუარესდა. არ ვამბობთ, რომ დამტკიცებულია, მაგრამ არის სანდო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზოგი ისეთი ნეგატიური რამ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე „ცუდ არჩევნებში“ სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც, არც ისე შორეულ წარსულში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. არჩევნები საქართველოში საინტერესოა, რადგან აქ ნამდვილად იყო კონკურენტული შეჯიბრი. არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. ეს ასე არ ხდება საქართველოს ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ასე რომ, ეს კარგია, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიაა. მაგრამ ამ გაურკვევლობის შეგრძნებამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაიმარჯვებდა, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ვიღაცები არ მიჰყვნენ წესებს იმდენად, რამდენადაც უნდა მიჰყოლოდნენ და ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი, და ქართველი ხალხიც უნდა ღელავდეს ამაზე“, - აღნიშნა მარკ ბერენტიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა