მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით  პარლამენტში ხელმოწერებს შეიტანს

2 000 ხელმოწერა მიკავია, ეს არის პანკისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პეტიცია, რომელსაც ხვალ პარლამენტში შევიტანთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

პარლამენტის წინ დღეს მდუმარე აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„მდუმარე აქცია გაიმართა. ამ 7 წლის განმავლობაში პირველად შედგა დღეს ამ პარლამენტში სესია. მოვითხოვეთ, შეიქმნას საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია. გამოიხედონ აქით, ვინ დგას, ჩახედონ ამ ადამიანებს თვალებში და თქვან სიმართლე, სიმართლეს გაუსწორონ თვალი.

იმედს ვიტოვებ, ამ პარლამენტში არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ადამიანური გრძნობები გააჩნიათ“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა მის მოთხოვნას და შეიქმნება თუ არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, მაჩალიკაშვილს ამაზე პასუხი არ აქვს.

„საგამოძიებო კომისია შეიქმნება თუ არა, ვერ გიპასუხებთ. ამაზეც რაღაც მიზეზს გამონახავენ და ამასაც არ შექნიან. 2 000 ხელმოწერა ხელში მიკავია, ეს არის პანკისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პეტიცია. 2 000 ხელმოწერა არის მთელი სქართველოდან, რომელიც ხვალ პარლამენტში შევა. ამ ხელმოწერებით ვითხოვთ, შეიქმნას სააპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა