ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის 700-ზე მეტ ბინას შეისყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეების კონკურსის მორიგ ეტაპს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, უწყება თბილისში, დაახლობით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. საკონკურსო წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

„კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით გამოცხადდა. მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარმოადგინონ (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა). მენაშენეებისთვის ღია კარის დღეც გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლ ების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51 500 000 ლარი გამოიყო.

2018 წლის ბოლოს სამინისტრომ მენაშენეების კონკურსის შედეგად თბილისში 500, ხაშურში 25 და მარნეულში 20 ბინა შეისყიდა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა