ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა

ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა.

„დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული. ამ მავთულზე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი.

ასევე მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბილოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანიკო ბერიაშვილთან.

ასევე მივიღეთ ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია“, - აცხადებს გელხაური.

მისი განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ის დღეს გაეცნო, საქმის გარშემო არსებულ მთავარ კითხვებს, მათ შორის იმას, თუ რით იქნა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილამდე გადაადგილებული, პასუხი გაეცა.

„ძირითად კითხვას, თუ რით მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილზე, სადაც ის აღმოაჩინეს, პასუხი გაეცა, ის ხელის ურიკით იქნა გადატანილი. გამოძიების ვერსიით, იაგო ნებიერიძემ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ურიკით მიტანა, რასაც ურიკაზე ორ ადგილას აღმოჩენილი ბერიაშვილის სისხლის კვალი ადასტურებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ის ვარაუდობს, რომ ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ურიკაზე სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ მოათავსა.

„ბავშვის ცხედარს ურიკის ფორმა და ზომა ჰქონდა მიღებული, რომელზეც მისი სისხლის კვალი აღმოჩნდა. ზუსტად იმიტომ შეუკრა ხელ-ფეხი ამ მდგომარეობაში, რომ ურიკაზე დატეულიყო“, - დასძენს გელხაური.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ექსპერტიზის დასკვნით, გორში მოკლულ 9 წლის გოგონას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, მავთულზე კი იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება