დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„კიმ ჩენ ინი და მე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს 27-28 თებერვალს ვიეტნამში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელსაც არ დაუზუსტებია თუ რომელ ქალაქში გაიმართება აღნიშნული შეხვედრა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამჟამად აშშ „ახალ ისტორიულ მცდელობას ახორციელებს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის მისაღწევად“.

„მე რომ პრეზიდენტი არ გავმხდარიყავი, დღეს, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დიდი ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომელშიც პოტენციურად მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა