განათლების მინისტრი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე - ყველას აქვს თავისი შეხედულება და უნდა ჰქონდეს - ეს არის ჯანსაღი პროცესი

რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი შეხედულება და უნდა ჰქონდეს - ეს არის ჯანსაღი პროცესი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” მიერ უნარების ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ნუსხაში დაბრუნების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმების ფარგლებში უწყება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც პოლიტიკურ, ისე საერთაშორისო წრეებთან და საექსპერტო საზოგადოებასთან ითანამშრომლებს.

„მთავარია, ჩვენ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. დღევანდელ დღესაც დავანახეთ ის ნაბიჯები, ის რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებით განხორციელდება. ეს არის სკოლამდელი განათლება, სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება. ძალიან კარგია, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ბევრი ახლა დაინტერესდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობთ, ერთობლივად, როგორც პოლიტიკური ძალებთან, ისე ექსპერტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან - ყველა მხარესთან ვითანამშრომლებთ და როგორც ვთქვით, აქ ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ საქართველოში ამ რეფორმებით მაღალი ხარისხის განათლება მივიღოთ”, - აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო” ზოგადი უნარ-ჩვევების სავალდებულო გამოცდათა ნუსხაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა