თორნიკე მამალაძე - მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, რადგან ამის გამო დასჯიან

მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მას ამის გამო დასჯიან საპატრიარქოში იმ განცხადების შემქმნელები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

ის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მუქარას უწოდებს და განმარტავს, რომ დეკანოზის ზიარებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, ლოცვა-კურთხევის გაცემას არ ნიშნავს.

„როცა საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს და ზოგადად, საპყრობილეში მყოფ სასულიერო პირს, კანონიკური თვალსაზრისითაც და მორალურითაც, ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ. ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, არ ნიშნავს ლოცვა-კურთხევის გაცემას მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით. პირიქით, ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში ლაპარაკია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს ჩემი ძმის ზიარებას. მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მას ამის გამო დასჯიან იმ განცხადების შემქმნელები. ამიტომაც, ჩემი აქცია-პროტესტი გრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს“, - აცხადებს მამალაძე.

დღეს, „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ განუცხადა, რომ გიორგი მამალაძის კურთხევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, თუმცა პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა