ირაკლი აბესაძე - გულწრფელი არც ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები არიან და არც მმართველი პარტია ზრუნავს საზოგადოებრივ სიკეთეზე

ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბოლომდე გულწრფელი არც ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები არიან და არც მმართველი პარტია ზრუნავს საზოგადოებრივ სიკეთეზე.

როგორც აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა, საქმე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან დეპუტატთა მოძულებაზე, რადგან შიდა დაპირისპირებამ მისი კონტროლი უზენაეს სასამართლოზე შეასუსტა.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან დეპუტატების მოძულებასთან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ახირება არ შესრულდა და შიდა ძალაუფლების მოპოვებისთვის შესუსტდა უზენაეს სასამართლოში ივანიშვილის სასურველი კლანის დაკანონება. ბუნებრივია, ეს არ ეპატია ქალბატონ ბესელიას და მის მომხრეებს. მხოლოდ ამიტომ ხდება გადაადგილებები. ბუნებრივია, არც ქალბატონი ბესელიას წუხილი იყო სასამართლოს შესახებ გულწრფელი და არც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ხდება ივანიშვილისთვის და საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს მთავარ საკითხზე კონცენტრაცია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა