ვენესუელაში აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყო.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც პირადობის მოწმობას წარადგენს, შეუძლია შეუერთდეს განცხადებას, რომელიც აშშ-სგან ვენესუელაზე ზეწოლის განხორციელებისა და ძალისმიერი ჩარევის მუქარის შეწყვეტას მოითხოვს.

აღნიშნული კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანია ქვეყნის მთავარ მოედანზე, ბოლივარის მოედანზე დაიწყო და მისი მთავარი ლოზუნგი იყო „ამერიკელებო, წადით სახლში!“

კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამერიკას არ აქვს უფლება ვენესუელას შიდა საქმეებში ჩაერიოს.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა