მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ დათუნაშვილზე - ყველამ დაგმო დაპირისპირების ფაქტი და გეგა გეგეშიძეც ნანობს ამას

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ჭიდაობის ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს, ყაველაშვილის თქმით, ის თავის საქციელს ნანობს.

„ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყნაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც. მნიშვნელოვანია პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდიუმის სხდომაში მონაწილეობა მანაც მიიღოს და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ყაველაშვილმა ასე უპასუხა:“თავი დავანებოთ სპეკულაციებს, მთავარია ჩვენთვის ჭიდაობა და ის წარმატებები, რომელიც იყო და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული, ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და საქმიანობის საშუალება.

დეტალებში ნუ წავალთ რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?"- განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება