ირმა ინაშვილი განათლების მინისტრს - საატესტატო გამოცდების გაუქმებით როგორ აუმჯობესებთ განათლების სისტემას?

საატესტატო გამოცდების გაუქმებით როგორ აუმჯობესებთ განათლების სისტემას? - თქვენ ამბობთ, რომ ლოგიკური აზროვნება უნდა განვითარდეს და სავალდებულო აღარაა ზოგადი უნარების გამოცდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა განათლების მინისტრს მოუსმინეს.

„საატესტატო გამოცდების გაუქმებით როგორ აუმჯობესებთ განათლების სისტემას? ეს მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, საერთაშორისო პრაქტიკაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ გამოცდების გაუქმება არანაირ კავშირში არაა განათლებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასთან. თქვენ ამბობთ, რომ კრიტიკული, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნება უნდა განვითარდეს ჩვენს ახალგაზრდობაში, ამავდროულად ეროვნული გამოცდების ნუსხაში სავალდებულო აღარ არის ზოგადი უნარების გამოცდა, რაც პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდობაში ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან“, - მიმართა ირმა ინაშვილმა განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი