„ელმავალმშენებელი“ ქარხნის  თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს და ქარხნის ხელმძღვანელობისგან ექვსი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

აქციაზე იმყოფებიან რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგებლებიც.

აქციის მონაწილეები ქარხნის ხელმძღვანელობას 21-დღიან ვადას აძლევენ, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ქარხანაში "ელმავალმშენებელი" 1000 ადამიანია დასაქმებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა