პოლონეთის საელჩო ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო, ქალაქ ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ უნდა დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dorzeczy წერს.

მისივე ინფორმაციით, გასული ღამეს, ვარშავის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც დაუდგენელმა პირებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოაგდეს.

„ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“, - წერს გამოცემა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა