მიხეილ ბატიაშვილი - მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს

მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა გადავა ახალ მოდელზე და ეს იქნება ვაუჩერული სისტემა.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ეს რეალურად გამოსასწორებელია და პრობლემაა, ამიტომ დაახლოებით ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში დავასრულებთ კონსულტაციებს ამ მიმარულებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს