სასამართლო თაღლითობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო თაღლითობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზონთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა თაღლითობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ ქ.მ.-ს მიმართ.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში (2 ეპიზოდი). თაღლითობის ნაწილში (3 ეპიზოდი) სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა თაღლითობის მცდელობაზე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

საქმე ეხება, 2018 წლის მარტი-მისის პერიოდში, ქ.თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,კაფე გალერიში“, ასევე, ნასიძისა და კოსტავას ქუჩებზე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ,,ექსტაზის“, იგივე მდმა-ს შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტებს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა