აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუცია - ვგმობთ, რუსეთის ვასალი სახელმწიფოს - სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

„საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში“ - ნათქვამია რეზოლუციაში.

„ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) - სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. კონგრესმენი რუნის განმარტებით, “საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეა ევრაზიის კონტინენტზე.” მათივე ინფორმაციით, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე. „რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა.“ აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა