სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი - რაც უფრო გაგრძელდება მადუროს  ხელისუფლებაში ყოფნა, მით უფრო გაუარესდება სიტუაცია ვენესუელაში

აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ ნიკოლას მადურო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და ვენესუელიდან წავიდეს, მაგალითად, კუბაში ან რუსეთში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვენესუელას საკითხებში, ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ვენესუელაში დემოკრატიულ წყობაზე გადასვლისთვის კარგი იქნება თუ მადურო ქვეყნის ფარგლებს გარეთ იქნება. ჩემი აზრით, რამდენიმე სახელმწიფო მზად იქნება, ის მიიღონ. მას ჰყავს მეგობრები ისეთ ადგილებში, როგორიც არის კუბა, რუსეთი და სხვა ქვეყნები. ისინი მზად იქნებიან ვენესუელას კორუფციული რეჟიმის წევრები მიიღონ“, - განაცხადა ელიოტ აბრამსმა.

ვენესუელას საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის თქმით, „რაც უფრო მალე დატოვებს მადურო ხელისუფლებას, მით უკეთესი იქნება“.

„რაც უფრო გაგრძელდება მისი ხელისუფლებაში ყოფნა, მით უფრო გაუარესდება სიტუაცია ვენესუელაში და ეს უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს ქვეყანას“, - დასძინა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი