The Wall Street Journal - აშშ სირიიდან შეიარაღებულ ძალებს სრულად აპრილის ბოლოსთვის გამოიყვანს

აშშ სირიიდან თავის შეიარაღებულ ძალებს აპრილის ბოლოსთვის სრულად გამოიყვანს, - ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ძირითადი ნაწილი მარტის შუა რიცხვებისთვის იქნება გამოყვანილი. აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა ჯარის გამოყვანაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ, უახლოეს დღეებში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ტერიტორიების აღებას გეგმავენ.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია ზომების გეგმა, რომელიც სირიაში ქურთი მეამბოხეების დაცვას უზრუნველყოფს ამერიკული ჯარების სირიიდან გასვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 19 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის გამოყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად სირიაში ორი ათასამდე ამერიკელი სამხედროა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა