ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი Globo ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდა ბაზაზე 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელების ჯგუფი იმყოფებოდა. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის ფეხბურთელები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

იხილეთ ვიდეო: "ფლამენგოს" საწვრთნელ ცენტრში ხანძარს 10 ადამიანი შეეწირა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს