სოციალურმა მუშაკებმა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში წერილი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალურმა მუშაკებმა წერილი შეიტანეს, რომელშიც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა და სათანადო რესურსების სიმწირის გამო, სოციალური მუშაკები ხშირად, ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ახერხებენ, ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს.

მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან კადრების გადინებაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, თითოეულ თანამშრომელს დღიურად, 50-ზე მეტ საქმეზე მუშაობა უწევს.

ქეთი ხუციშვილის თქმით, სოცმუშაკების რაოდენობა თუ ცოტა ხნის წინ 240-ს შეადგენდა, ახლა ის კიდევ უფრო მცირდება.

„სოციალური მუშაკების მოთხოვნა არის ის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს. წერილში ჩაშლილია რიგი მოთხოვნები, რომელშიც ასევე სახელფასო ანაზღაურების ზრდაც შედის, რადგან სოციალური მუშაკების სიცოცხლე ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას, ისეთ რეჟიმში მუშაობენ და ელემენტარული დაზღვევის პაკეტით სარგებლობაც არ შეუძლიათ. იმ რეფორმების შესახებ, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო საუბრობს, შეუძლია, უწყებას 21 დღის ვადაში წერილობით დაგვიდასტუროს და თუ ეს რეფორმები სოციალური მუშაკებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს საინიციატივო ჯგუფისთვის მისაღები იქნება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას - გაფიცვას არ გამოიყენებენ”,- აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

სოციალური მუშაკების განცხადებით, მათ მოთხოვნებში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრაც შედის, ოღონდ იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ისინი მოითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა