სოფიო კილაძე - დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ოჯახური ძალადობის პრევენციაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კილაძე ოჯახში ძალადობის საკითხებთთნ დაკავშირებით სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, სახელმწიფო წლების განმავლობაში ამკაცრებდა პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის, თუმცა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, ანუ ოჯახური ძალადობის თავიდან აცილებაზე.

"ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტულად ოჯახურ ძალადობასთან მიმართებით კანონპროექტი, ანუ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ძირითადად სწორედ პრევენციას ეხება და ის უკვე პარლამენტში გვაქვს წარდგენილი და მოხდება ამის საკომიტეტო მოსმენაზე განხილვა. იგი რამდენიმე პრევენციულ ღონისძიებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი არის ის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში შემოგვაქვს ძალადობის წინააღმდეგ კომპონენტი, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს. სკოლიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი უფლებების პატივისცემა და ის, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა დარეგულირდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ პოტენციურ მოძალადეებზე შესაბამისი ქცევის კორექციის კურსით. ამის შესაბამისი თანხები ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში და წელს ჩვენ ვართ აღჭურვილი როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსით იმისთვის, რომ პოტენციური მოძალადეები ამ ქცევის კორექციის კურსს დავუქვემდებაროთ", - განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა