ანა აბაშიძე - სოფიო კილაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტი გადააქცია დუქნად

სოფიო კილაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტი გადააქცია დუქნად და რეალურად ჩვენ აღარ გვაქვს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, - ამის შესახებ ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ისინი ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობას აპროტესტებენ, პასუხად იღებენ, რომ მათ საუბრის უფლება არ აქვთ.

"ეს ადამიანი და მისი მოქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩაგრული ჯგუფები კიდევ უფრო იყვნენ დაჩაგრულები. როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იმოქმედოს ისე, როგორც მას ევალება, ის ამბობს, რომ საკუთარი შეხედულების მიხედვით დაგვიცავს. როდესაც გვიბრძანებს, რომ გავჩუმდეთ, მიკროფონს თიშავს. ეს არის თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქვრა, როდესაც შენ გაქვს ამის ძალაუფლება. ამ და სხვა მიზეზების გამო მას აქამდე უნდა დაეტოვებინა ეს თანამდებობა, თუ მას ელემენტარული განცდა აქვს, რომ ანგარიშვალდებულია ადამიანების წინაშე", - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

პარლამენტთან სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, 4 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების, ანა აბაშიძისა და ანა არგანაშვილის მიმართ ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახველი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა