დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივანს სინტია ჰაგერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპატის დამტკიცების 2013 წელს, რომელიც ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება და რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების განხორციელება მოხდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებითვის.

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპატი 2013 წელს გადმოეცა. კომპატი 140 მილიონ დოლარს ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა