პავლო კლიმკინი - უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მხრიდან მხოლოდ დროის საკითხია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი უკრაინის მხრიდან საქართველოს პოზიციაზე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და არაღიარების შემთხვევაში, ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კლიმკინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კლიმკინი ამბობს, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მხრიდან მხოლოდ დროის საკითხია. „საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. გვჯერა, რომ თანდათან მოვიპოვებთ აღიარებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვინც ახლა ამბობს, რომ ეს რთულია, შეუძლებელია ან შესაძლებელია, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათ აღიარებასაც მივიღებთ და რა თქმა უნდა, მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც. მახსოვს, ჩემი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -სთან. ეს ძალიან თბილი და ადამიანური შეხვედრა იყო და მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია. მითხრა: „აქამდე თქვენ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა იბრძოლოთ“, - განაცხადა კლიმკინმა.

იხილეთ ვიდეო: "უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მხრიდან მხოლოდ დროის საკითხია" - პავლო კლიმკინი

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება