კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალს მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ,,გარდაბანი 500” გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „რუსთავის წყლიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც 11 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

ამასთან, კომპანია „რუსთავის წყალი“ 11 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

„ქვესადგურზე პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი დამატებით წინასწარ გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“, - ნათქვამია „რუსთავის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა