ირმა ნადირაშვილი - საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 15 ათას ლარამდეა - სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ამ პროექტის განხორციელებას

სახელმწიფო სრულად მოუმზადებელი შეხვდა ამ პროექტის განხორციელებას და ადამიანებიც კი არ ჰყავს სამსახურში აყვანილი ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდებაზე, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა საპენსიო მოდელმა დააზარალა კერძო ბიზნესი და მოქალაქეები.

„ადამიანებს გამოართვეს ფული, მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ მათ თქვეს, ვერ დააბანდეს ეს თანხა, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება სად წაიღონ ეს თანხები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დაპირებული პროცენტი არ იყო დარიცხული. საზოგადოებას პირობა ვერ შეუსრულეს. უკვე გვყავს ჩინოვნიკები, უკვე გვყავს საპენსიო სააგენტოს დირექტორი, რომელიც აიყვანეს საკმაოდ მაღალ ხელფასზე და ეს ხელფასი არის თვეში 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე. გარდა ამისა, ამ ორი თვის განმავლობაში რაც ეს სააგენტო არსებობს, უკვე იყო გაწეული ხარჯები და პირდაპირი შესყიდვის წესით მათ უკვე განახორციელეს 250 ათასი ლარის შესყიდვები ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მათივე საიტზე არსებული ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5-ვე თანამდებობა არის ვაკანტური, ვაკანტურია უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა, ვაკანტურია მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობა, ვაკანტურია რისკის კომიტეტის სამი წევრის, დირექტორის მოადგილის თანამდებობები. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვყავს მაღალანაზღაურებადი დირექტორი, გვაქვს პირდაპირ გამარტივებული წესით შესყიდვები, მაგრამ დანაპირები ჰაერშია გამოკიდებული და ეს დაპირება არ სრულდება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა