პრემიერის პრესსამსახური - მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ბიზნესის წახალისების რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს.

ითქვა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა